“Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa...

10
ევროპული ცენტრი 2012 Event Wise” ტრენინგი თრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ფსიქოლოგიური აქტივობები, სწორი გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგია, ინტერკულტურული საღამოები და გასართობი ღონისძიებები. ევროპული ცენტრი 555 35 51 19, 597 77 88 99, 2 238 234 კოსტავას 67, . თბილისი 555 35 51 19, 597 77 88 99, 431 23 60 60 წერეთლის 13, . ქუთაისი 555 35 51 19, 597 77 88 99, 422 293 293 . ბათუმი

Transcript of “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa...

Page 1: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევრ

ოპუ

ლი

ცენ

ტრ

20

12

“Ev

en

t W

ise

” ტ

რენ

ინგ

თრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული

ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ფსიქოლოგიური

აქტივობები, სწორი გადაწყვეტილების მიღების

მეთოდოლოგია, ინტერკულტურული საღამოები და გასართობი

ღონისძიებები.

ევროპული ცენტრი

555 35 51 19, 597 77 88 99, 2 238 234

კოსტავას 67, ქ. თბილისი

555 35 51 19, 597 77 88 99, 431 23 60 60

წერეთლის 13, ქ. ქუთაისი

555 35 51 19, 597 77 88 99, 422 293 293 ქ.

ბათუმი

Page 2: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

2

The Event Wise ტრენინგი

საერთაშორისო სინერგიის

(ერთობლივი წარმატებული

ძალისხმევა) ჯგუფი ატარებს

ტრენინგებს, რათა ადამიანებმა

შეძლონ უკეთესად იმუშაონ

საზოგადოებაში. ტრენინგის

განმავობაში მონაწილეები

აიმაღლებენ პიროვნულ

ღირებულებებს ( ადამინებთან

ურთიერთობა, ბალანსი ცხოვრებაში და ასე შემდეგ). ამ ტრენინგის ძირითადი პრინციპი

არის კომუნიკაცია და განხილული იქნება შემდეგი თემები: რა მინდა გავაკეთო ამ

ცხოვრებაში? როგორ ავაწყო ურთიერთობები როგორც პირად ცხოვრებაში ასევე სამუშაო

სიტუაციებში? როგორ გავხდე თავდაჯერებული? როგორ გამოვხატო და დავაფიქსირო

საკუთარი აზრები უკეთესად და ასე შემდეგ.

როგორ მუშაობს ტრენინგი?

ლექციები შეიძლება იყოს სხვადასხვა

ტიპის, მაგალითად მონაწილეებმა

შეიძლება ისაუბრონ რაიმე კონკრეტულ

თემაზე და დააფიქსირონ თავიანთი

მოსაზრებები ან უბრალოდ მოუსმინონ

ლექციებს, ხოლო სავარჯიშოები და

მაგალითები შესრულდება

ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

ლექციები შეიძლება ჩატარდეს როგორც

აუდიტორიაში, ასევე ბუნებაში.

Page 3: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

3

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?

ტრენინგში მონაწილეობა შუძლიათ

მიიღონ მსურველებმა ყველა

ქვეყნიდან 17-დან 35 წლამდე.

პრიორიტეტი ენიჭებათ 30 წლის

ზემოთ (მშობლებს) მონაწილეებს.

საჭიროების შემთხვევაში არის

მთარგმნელის აყვანის საშუალებაც.

ამ შემთხვევაში მსურველებმა

აპლიკაციის შევსების დროს უნდა

მიუთითონ ამის შესახებ, რათა

წინასწარ იქნას მიღებული საჭირო

ზომები.

როგორ არის ტრენინგი აწყობილი?

ტრენინგი ქმნის ისეთ პირობებს

რომლის საშუალებითაც

მონაწილეებს შეუძლიათ გაიგონ

როგორ იქცევიან, რა გავლენა აქვს

მათ საქციელს საკუთარ თავზე და

მათ გარშემო მყოფებზე, რა

შედეგები შეიძლება მოყვეს მათ

ქმედებებს და ასე შემდეგ.

ტრენინგის განმავლობაში ყოველი

ახალი თემა გამომდინარე იქნება

წინა დღეს მიღებული

გამოცდილებიდან. ტრენინგის მთავარი თემები იქნება: რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის

ჩემს ცხოვრებაში, რა მინდა სინამდვილეში და რა მიშლის ხელს მის მიღწევაში, რა არის

ჩემთვის ბედნიერება, როგორ მივაღწიო თვითდაჯერებულობას, როგორ გავხდე უფრო

გახსნილი, როგორ შევიდე ადამიანებთან კონტაქტში უფრო ადვილად და ასე შემდეგ.

ყოველი დღისთვის არჩეულია სხვადასხვა თემა, რომელიც იყოფა ქვე-თემებად.

Page 4: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

4

დდღღეე 11.. ტრენერები უფრო დეტალურად ახსნიან პროგრამას.

დდღღეე 22.. მეორე დღეს ყურადღება გამახვილდება მაგალითებზე. ყოველ ჩვენთაგანს რაღაც

საკითხის გადაწყვეტის ან პრობლემის მოგვარების დროს უყალიბდება კონკრეტული

ქცევის მანერა, რომელმაც შეიძლება

შეგნებულად ან უნებურად იმოქმედოს

ჩვენს ცხოვრებაზე. მეორე დღეს საუბარი

იქნება ისეთ თემებზე როგორებიცაა: რა

გარემოებები ახდენენ ზეგავლენას ჩვენს

ცხოვრებაზე? როგორ ვიქცევით

სხვადასხვა პირობებში? ვიხევთ თუ არა

უკან რაიმე პრობლემის წამოჭრის

შემთხვევაში? როგორ ზეგავლენას

ახდენს ეს ჩვენს არჩევნებზე? როგორ

შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ? და ასე შემდეგ.

დდღღეე 33.. მესამე დღე განკუთვნილი იქნება სხვადასხვა თამაშებისათვის და ყურადღება

გამახვილებული იქნება საკუთარი თავისადმი ლოიალობაზე. ძალიან ხშირად ჩვენს

ცხოვრებაში ხდება ისეთი რამეები რაც არ

გვინდა რომ მოხდეს და როგორც წესი

პირველი რეაქცია ეგეთ მომენტებში არის

ბრაზი, სტრესი, ზეწოლა და ნერვული

აშლილობა. ამის შემდეგ ვაანალიზებთ, რომ

ადამიანებს შეუძლიათ აკონტროლონ ჩვენი

ცხოვრება. ამ დღის მიზანია მონაწილეებმა

შეისწავლონ თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ

ეგეთ სიტუაციებს და როგორ უნდა

შეინარჩუნონ თვითკონტროლი და საკუთარი

თავისადმი ლოიალობა.

Page 5: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

5

დდღღეე 44.. მეოთხე დღეს განიხილება სპონტანურობის საკითხი. განხილული იქნება შემდეგი

თემები: ვართ თუ არა სპონტანურები? როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ჩვენს

ცხოვრებაზე? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სპონტანურობას? და ასე

შემდეგ.

დდღღეე 55.. მეხუთე დღეს ყურადღება ეთმობა ურთიერთ საწინააღმდეგო ასპექტებს. განიხილება

შემდეგი თემები: როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა მოვლენებს? როგორ

გავუმკლავდეთ მოვლენებს რომლებიც არ დაგვიგეგმავს, მაგრამ მაინც მოხდა? და ასე

შემდეგ.

დდღღეე 66.. მეექვსე დღეს აქცენტი კეთდება

თავისუფლებაზე. თავისუფლებაში

იგულისხმება ის ვითარება როდესაც

არსებობს არჩევანის საშუალება. ამ დღის

მთავარი თემაა: რა გვინდა ცხოვრებაში?

რა გვსურს რეალურად ცხოვრებაში?

დდღღეე 77.. ბოლო დღეს ყველა გამოცდილება და

ცოდნა, რაც მონაწილეებმა შეიძინეს

ტრენინგის განმავლობაში, ერთ მთლიანად შეიკვრება. მეშვიდე დღეს მონაწილეებს

შეექმნებათ მკაფიო წარმოდგენა თუ როგორ უნდა მოიქცნენ და გაუმკლავდნენ

სხვადასხვა მოვლენებსა თუ პრობლემებს.

Page 6: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

6

ტრენინგის შედეგები

ტრენინგი მონაწილეებს

მისცემს საშუალებას

გაარკვიონ რა

სჭირდებათ იმისათვის

რომ შექმნან ის

ცხოვრება, რომელიც

უნდათ, უკეთესად

გაიცნონ საკუთარი

თავი, აღმოაჩინონ

ბევრი ახალი თვისება

და ასე შემდეგ.

პრაქტიკული ინფორმაცია

ენა

ტრენინგი ტარდება მარტივ და ადვილად გასაგებ ინგლისურ ენაზე. ამავდროულად

ტრენინგის ყოველ სესიას დაესწრებიან თარჯიმნები, რომლებიც მონაწილეებს

დაეხმარებიან რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში. ასევე გათვალისწინებული იქნება სხვა

ენებზე გადათარგმნაც, რა თქმა უნდა იმ

შემთხვევაში თუ წინასწარ შეგვატყობინებთ.

დასტური

ტრენინგზე აყვანის შემთხვევაში თქვენ

მიიღებთ დასტურის წერილს. იმ შემთხვევაში

თუ თქვენ ამ წერილს მიიღებთ შეგიძლიათ

დაიწყოთ მგზავრობისათვის მზადება.

Page 7: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

7

წერილთან ერთად თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც გამოგადგებათ

მოგზაურობის დროს და იმ საგანთა სიას, რომლებიც დაგჭირდებათ ტრენინგის

განმავლობაში.

რეგისტრაცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ,

წერილის მიღების შემდეგ

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ

მგზავრობისათვის მზადება.

რეგისტრაციის საბოლოო

საფეხური არის მგზავრობის

დაგეგმვა და ტრენერების

ინფორმირება ჩამოსვლის

თარიღთან და დროსთან

დაკავშირებით. ჩვენი რჩევაა ჩამოსვლა და გამგზავრება დაგეგმოთ ისე, რომ ტრენინგის

ყველა სესიას დაესწროთ, რადგან ტრენინგის პირველი და ბოლო დღე არის ძალიან

მნიშვნელოვანი, რომლის გარეშეც შეიძლება სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ.

ტრენერები

ტრენერები არიან სტელა სარატსი (საბერძნეთი) და ენდრიუ ჰანსი (ჰოლანდია). მათ

ეხმარებიან 8-12 სხვადასხვა ეროვნების კვალიფიცირებული ტრენერები.

Page 8: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

8

საცხოვრებელი

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მიწვეულები

იქნებიან ოლდვეხტის ფონდის გესთჰაუს-ებში. გესთჰაუს-

ში ყოფნის დროს, გთხოვთ დაგვეხმაროთ ზოგ მარტივ

საოჯახო საქმიანობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა

გვეძლევა რაც შეიძლება დაბალი მონაწილეობის საფასური

შევთავაზოთ ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს.

სახლში არის ინტერნეტი და სარეცხი მანქნანა.

საცხოვრებელი არის ქალაქ ომენთან ახლოს და სავაჭრო

ცენტრიდან 500 მეტრის მოშორებით. დამატებითი

ინფორმაცია თუ როგორ უნდა მიაგნოთ და რა უნდა

იქონიოთ თან, გამოგიგზავნით დასტურის წერილთან

ერთად.

თარიღი

ჩამოსვლის თარიღი 18 ნოემბერის 16:00 საათიდან 19 ნოემბრის

12:00 საათამდე

პროგრამის დაწყება 19 ნოემბერი 13:30

პროგრამის დასასრული 25 ნოემბერი 22:00

გამგზავრების დღე 26 ნოემბერი შუადღის 12 საათამდე ჯამში 7 დღე

იმ შემთხვევაში თუ ადრე ჩასვლა ან გვიან გამომგზავრება გსურთ, დაგჭირდებათ საცხოვრებელი. ევროპული ცენტრი

დაგეხმარებათ საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

Page 9: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

9

მონაწილის ხარჯი

Synergy Group ცდილობს მსურველებს რაც შეიძლება დაბალი ფასები შესთავაზოს, რათა

მონაწილეობა მიიღოს ყველა მსურველმა. თუ გსურთ და ფიქრობთ, რომ ეს ტრენინგი

გჭირდებათ, ფულს ნუ ჩათვლით დაბრკოლებად. მონაწილის პროგრამის სრული ხარჯი

შეადგენს 1100 ევროს, მოცემული თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯებს:

ტრენინგებს საერთაშორისო დონის ტრენერებისგან

საერთაშორისო სერტიფიცირებას

საცხოვრებლის ხარჯებს

კვებას

მოწვევის ხარჯებს

თვითფრინავის ბილეთს (თბილისი-ამსტერდამი, ამსტერდამი-თბილისი)

ევროპული ცენტრის მომსახურების საფასურს.

შიდა მგზავრობის (ამსტერდამი-ომენი-ამსტერდამი) ხარჯებს მონაწილეები თვითონ

იხდიან.

ვიზა

თბილისში არის ჰოლანდიის საელჩო, სადაც გაიცემა ჰოლანდიის, ლუქსემბურგისა და

ბელგიის ვიზები. ტერიტორიულად მდებარეობს სასტუმრო „Sheraton Metechi Palace“

თელავის ქუჩა # 20, თბილისი. საელჩოს სამუშაო საათებია ორშაბათიდან-ხუთშაბათის

ჩათვლით 09.00-13.00/14:00-18:00 და პარასკევი 09:00-14:00 საათები. ვიზისათვის საჭირო

საბუთებია:

შევსებული განაცხადის ფორმა

საერთაშორისო პასპორტი (რომელიც ძალაშია უახლოესი 6 თვის განმავლობაში)

განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი

ქართული პირადობის მოწმობის ასლი

ახლო წარსულში გადაღებული ორი საპასპორტო (ბიომეტრიული) ფოტოსურათი

ნიდერლანდური (უცხოური) კომპანიიდან მიღებული მოწვევის ორიგინალი,

სადაც მითითებულია პიროვნების საქმიანი ვიზიტის დეტალები, თარიღები და

Page 10: “Event Wise” ტრენინგიpdcgeo.ge/uploads/files/3512gacvliti programa holandiashi.pdf · ევროპული ცენტრი, 2012 4 დღე 11.. ტრენერები

ევროპული ცენტრი, 2012

10

გარანტიები (მგზავრობის ხარჯები, კვება და საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც

მომწვევი იხდის, უზრუნველყოფს Synergy Group)

გადახდისუნარიანობის დასტური (ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერი, არსებობის

შემთხვევაში)

სასტუმროს ჯავშანი, სადაც რეგისტრაციის ნომერია მითითებული

სამსახურეობრივი/სტუდენტური ცნობა

თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი

განაცხადის დამუშავების საფასური (35 ევრო)

სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისათვის

(ორიგინალი და ასლი) + 15 დამატებითი დღე

ყველა ქართული საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთან ერთად.

იმ შემთხვევაში თუ საელჩოში შეტანილი საბუთები არასწორია ან არ არის საკმარისი,

საელჩოს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი საბუთები.